თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები რამდენიმე ქალის მიერ შალვა რამიშვილის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურნენ.
მათი განცხადებით, შალვა რამიშვილი არის ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიის „პოსტ-ტვ“-ს დამფუძნებელი და წამყვანი, სწორედ ამიტომ, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო და მისი თავმჯდომარე დუმს ამ ფაქტებთან დაკავშირებით და მიუხედავად მრავალი მოწოდებისა მათ ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებიათ პოზიცია ან განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით.
როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციურმა წევრებმა განაცხადეს, იმ შემთხვევაში თუ, საბჭო ქალთა ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების მიმართულებით მათ წილ პასუხისმგებლობას არ აიღებს, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით.